დმიტრი კლიმჩუკს გააჩნია 18 წელზე მეტი გამოცდილება ფარმაცევტულ ბაზარზე.
2003 წელს მან დაიწყო კარიერა ICN Pharmaceuticals-ის ექსპორტ-იმპორტის განყოფილების სტაჟიორის სახით.
2005 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე, შეუერთდა შვეიცარულ კომპანია Mapichem AG -ს როგორც საერთაშორისო განყოფილების მენეჯერი და პასუხს აგებდა API-და უცხოელ მწარმოებლებთან კომუნიკაციაზე. შემდეგ იგი მიიწვიეს მოწინავე ფარმაცევტული მწარმოებლის, “Valenta”-ს R&D განყოფილებაში, სადაც იგი დაკავდა წამლების პორტფოლიოს გაფართოებით: შიდა წარმოების განვითარებით და შიდა ლიცენზიების შესაძლებლობების მოძიებით.
2007წ მან მუშაობა დაიწყო Novartis-ში მთავარ საანგარიშო მენეჯერად, მის მოვალეობებში შედიოდა OTC BU გაყიდვების უზრუნველყოფა. ექვსი თვის შემდეგ იგი დაინიშნა ახლად შექმნილი ბიზნესის საოპერაციო განყოფილებაში პროექტის მენეჯერად, მის მოვალეობებში შედიოდა საწყობის მართვა, მოთხოვნის დაგეგმვა, კომერციულ ეფექტურობასა და მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზი.
2009 წლის დასაწყისიდან იგი იყო საბაზრო კვლევების უფროსი და პასუხს აგებდა CEO და HQ ბაზრის კვლევის ხელშეწყობაზე, სტრატეგიულ და TGT დაგეგმვაზე და KPIs მართვაზე.
2010 წ. იგი გადავიდა Raifarm-ში, მისი ძირითადი საქმიანობა მდგომარეობდა საკონსულტაციო პროექტების დანერგვაში (მაგ. ახალი პროდუქციის წარმოების მომზადება) და საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიებაში საკუთარი პროდუქციის პორტფოლიოს განვითარებისთვის.
2013 წ. მან დაარსა კომპანია WIT Pharma – რუსეთსა და დსთ-ში ფარმაცევტული კომპანიებისთვის პროფესიონალური მომსახურეობის მოწინავე პროვაიდერი.